ამირან სალუქვაძე: მადლობა ყველას, პრემიერის ხელმძღვანელობით, ვინც ჩართული იყო ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში
„ვულოცავ ზაზა გახელაძესა და მის ოჯახს, ახლობლებს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას!მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვდა ოჯახს, დაჰპირდა, ფაქტი სახეზეა”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ამირან სალუქვაძე ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში.
„ერთს ვისურვებდი, ასეთ საკითხებში მთავრობას კი არ უნდა ეომოთ, მასთან ერთად იბრძოლოთ დეოკუპაციისთვის, ჩვენი ქვეყნის საერთო მიზნებისთვის. სამწუხაროდ, აქამდე ვერ გავიზარდეთ. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას ვინც ჩართული იყო ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში, პრემიერის ხელმძღვანელობით და ყველას გილოცავთ! ქვეყნის გაერთიანება გვეზეიმოს!“, – წერს ამირან სალუქვაძე.