ამირან სალუქვაძე: “ნაცმოძრაობის “მთავარი არხი” კიდევ ერთხელ საშიშად ეხება სეპარატიზმის თემას
“ნაციონალური მოძრაობის “მთავარი არხი” კიდევ ერთხელ საშიშად ეხება სეპარატიზმის თემას, იშველიებს რა ლავროვის ნაბოდვარ ანგარიშს და ცდილობენ, მოსკოვში დაწერილი ბოდვები მმართველ პარტიას დააბრალონ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ბრძოლაში წითელი ხაზები უნდა არსებობდეს.
“ნაციონალური მოძრაობის “მთავარი არხი” კიდევ ერთხელ საშიშად ეხება სეპარატიზმის თემას, იშველიებს რა ლავროვის ნაბოდვარ ანგარიშს და ცდილობენ, მოსკოვში დაწერილი ბოდვები მმართველ პარტიას დააბრალონ.
ან რა ლოგიკაა, ან პოლიტიკურ ბრძოლაში ხომ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთო?
სამი ვარიანტია, ან არ ესმით ეს ელემენტარული ჭეშმარიტებები, რისიც არ.მჯერა, ან მათთვის ისე ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ მზად არიან სახელმწიფო ინტერესები ფეხებზე დაიკიდონ, ან განზრახ რევენ სიტუაციას, რადგან სხვაგვარად ხელისუფლებაში ვერ მოვლენ.
არასდროს დამიწერია ან მითქვამს, რომ ხელისუფლება არ გააკრიტიკოთ, ან პოლიტიკურად არ ებრძოლოთ. უბრალოდ, არსებობს პოლიტიკური ბრძოლის არარადიკალური, რადიკალური და ზღვარსგადასული მეთოდები.
რაც შეეხება კრიტიკას, წლებია ვწერ და ვამბობ, შექმენით ჯანსაღი დებატების სივრცე, სადაც თემატურად, არგუმენტირებულად, საგნობრივად ქვეყნის და ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე ვიკამათებთ, სადაც კრიტიკაც იქნება და ჭეშმარიტების ძიებაც.
თუმცა, ასეთი დებატები პოლიტიკურად მომგებიანი არაა ინტელექტ და ღირებულებადაცლილი პოლიტიკური პარტიებისთვის”, – წერს სალუქვაძე.