ამირან სალუქვაძე: ჟურნალისტები დაუბრუნდით სტუდიებს, ცხოვრებაში არ გღირსებიათ ასეთი სიტყვის თავისუფლება და არც გეღირსებათ, თუ არ გაუფრთხილდებით

“ახალ ან პატარა პარტიებს, გასუსულები ან ჩასაფრებულები რომ ხართ, მასე არ გამოვა. დღეს რადიკალიზმის მხარეს დგომა, არ იქნება თქვენთვის მომგებიანი”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დღეს განვითარებული პროცესები თავდაყირა აყენებს 19 აპრილის შეთანხმებას.

“მოსახლეობას ფსიქოზამდე მიიყვანენ. ამ ოპოზიციის პირობებში, ამ წლების მანძილზე ერთი კვირა არ გვიცხოვრია მშვიდად.

კიევიდან ისევ მიწოლაზე საუბრობს.

ელოდებით, ალბათ, რომ მთელი ხალხი დადგეს ფეხზე და გითხრათ – არა რადიკალიზმს, არა წარსულს!

ახალ ან პატარა პარტიებს, გასუსულები ან ჩასაფრებულები რომ ხართ, მასე არ გამოვა. დღეს რადიკალიზმის მხარეს დგომა, არ იქნება თქვენთვის მომგებიანი. საზოგადოებაში სხვებიც გამოჩნდებიან, ვისაც პოლიტიკოსობა შეუძლია. რისთვის იღებთ ბიუჯეტის დაფინანსებას?

ჟურნალისტები დაუბრუნდით სტუდიებს. ცხოვრებაში არ გღირსებიათ ასეთი სიტყვის თავისუფლება და არც გეღირსებათ, თუ არ გაუფრთხილდებით. ან პოლიტიკაში წადით.

მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს ქვეყნის, ეკონომიკის, ადამიანთა ფსიქიკის რყევები.

მოსახლეობას ,,ქართული ოცნების,, შემდეგ სურს არა ყოფილი ხელისუფლება და წარსული, რომელსაც არ შესწევს განახლებისა და ძველი დანაშაულების გააზრების უნარი, არამედ სურს არსებულზე უკეთესი მთავრობა.

უკეთესი ძალები არსებული ოპოზიციიდან ვერ გამოიძერწება, თუ ვერ მოახერხებენ ფანჩატურიდან და გავლენებიდან გამოსვლას.

დღეს განვითარებული პროცესები თავდაყირა აყენებს 19 აპრილის შეთანხმებას. ევროპამ გასაგებად თქვა, რომ მათი მეშვეობით ე.წ. ფასილიტაციას აღარ ექნება ადგილი.

ყველა, ვინც პოსტებსა და კომენტარებს წერთ, კარგად დაფიქრდით, ნორმალური პოლიტიკური პროცესისკენ მოუწოდებთ თუ რადიკალიზაციისკენ.

შეურაცხყოფები, იარლიყები, მივარდნები, სპეკულაციები, ძიძგილაობები ცხოვრების წესად იქცა.

ეკლესიაზე შეტევამ პიკს მიაღწია.

პოლიტიკოსებო, თქვენ დაამთავრეთ ეს მავნე დღის წესრიგი. ნუ ცდით მოსახლეობის სიმშვიდეს, ნუ არყევთ ქვეყანას!”, – წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები