სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკაში აქციაზე 6 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაუტენგსა და კვზულუ-ნატალის პროვინციებში საპროტესტო აქციების დროს 6 ადამიანი დაიღუპა.

აქცია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაკავებას უკავშირდება.

არეულობის დროს 220 ადამიანია დაკავებული.

ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი TimesLive პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც ძალოვანების წარმომადგენელმა ბრენდა მურიდილამ თქვა, ერთ-ერთი ადამიანის ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით, აუტენგის პროვინციის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. შემდეგ ამავე პროვინციაში სხვა ლოკაციაზე, კიდევ სამი პირის გვამი იპოვეს. ორი მოკლულის შესახებ ინფორმაცია კვაზულუ-ნატალიდან იქნა მიღებული.

79 წლის ჯეიკობ ზუმა დამნაშავედ ცნეს სასამართლოს უპატივცემულობაში. ბრალდება უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ზუმამ არ შეასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაცია, რომელიც მას ავალდებულებს გამოცხადდეს კომისიაში, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალების საქმეს იძიებს. ზუმას ჩვენება 15-დან 19 თებერვლამდე უნდა მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები