სოზარ სუბარი: პრემიერი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგეს და არც გადადგება, მედია თუ ნაკლებად პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, უკეთესია

“პრემიერი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგეს და არც გადადგება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, პასუხს აგებს.

„სისასტიკე, რაც მოხდა, არის ყოვლად დაუშვებელი იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს კავშირში გარდაცვალებასთან. არა მხოლოდ ისინი, ვინც ლექსო ლაშქარავას ურტყამდნენ, არამედ ყველამ, ვინც ეს სისტიკე ჩაიდინა, ყველა აგებს პასუხს.

მედია თუ ნაკლებად პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, ჩემი აზრით, უკეთესია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის უფლება გაქვთ. სანამ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ დადგინდება, წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს გარდაცვალების მიზეზი, ეს არანაირად არ არბილებს იმ სისასტიკეს, რაც იყო ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი და აგებენ კიდევაც.

რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პრემიერი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგეს და არც გადადგება. მოდით, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ თითქოს საქართველოა გამონაკლისი, სადაც ძალადობები ხდება. ჩვენ გვახსოვს ეს გაცილებით ძლიერ ქვეყნებში, რომელსაც გაცილებით ძლიერი სამართალდამცავი სისტემა აქვთ. პრემიერმინისტრის განცხადებაში, თუ მას ყურადღებით მოისმენთ, ვერ ნახავთ ვერაფერს ისეთს, რასაც თქვენ მას აბრალებთ, მან ზოგადად თქვა, რომ აუცილებელია პოლიციამ დაიცვას მოქალაქეების სიმშვიდე, სიწყნარე და თქვა ისიც, რომ თუ გვინდა სიმშვიდე იყოს, „პრაიდის” მონაწილეებს მოუწოდა თავი შეიკავონ აქციისგან, უშუალოდ ქუჩაში მსვლელობისგან. პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ყველას უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული“, – განაცხადა სუბარმა.

5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას დაპირისპირებები მოჰყვა, რა დროსაც მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა. გუშინ დილით ,,ტვ პირველის” დაშავებული ოპერატორი, რომელსაც აქციაზე სცემეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ექპერტიზა სწავლობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები