“ეს საწყალი ახალგაზრდა კაცი, თუ გაირკვა, ცოტა სხვა რამითაა, ვიდრე 5 ივლისის ცემა, გარდაცვლილი, მერე რატო გიკვირთ ზოგიერთ პოლიტიკოსს, ასეთ ამბავს რომ იყენებთ ქვეყანაში სიტუაციის ასამღვრევად, არჩევნებზე რატომ ვნულდებითო?” – მამუკა ჩხაიძე
მოქალაქე, მამუკა ჩხაიძე ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამ ცოტა ხნის წინ ერთმა გოგომ თავი რომ მოიკლა, გახსოვთ, ალბათ, როგორ შეთხზეს სასწაული ისტორიები და შემდგომ რომ მოინდომეს ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერა ერთ-ერთი სექტის ხელმძღვანელებმა. იმის მაგვარს ჰგავს უკვე ამ ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდას ისტორიაც. პირველი რეჩხი გულმა მაშინ მიყო, დილით გვარამია რომ გამოდიოდა და დააბრეხვა: არ გაბედოს პოლიციამ, მიცვალებულის შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთოსო. ამას ჰგონია, დაავიწყდა მოსახლეობას, რასაც ეს არსება აკეთებდი პროკურორობის დროს. მაგრამ აქ გამოჩნდა მაგის კიდევ ერთი არაკაცობა: იცოდა ამ იმბიცილინმა სიმართლე, თუ რითი გარდაიცვალა ეს ახალგაზრდა და პრევენციას ახდენდა… არ გაბედოთ, თქვათო. ხომ წარმოგიდგენიათ ახლა, არც კადრები რომ არ არსებობდეს, რაც გაავრცელა პოლიციამ, ოჯახსაც და ამ ნაძირლებსაც რომ მიეღწიათ და არ გაეტანათ ექსპერტიზაზე მიცვალებული და ა.შ. თუ წარმოგიდგენიათ ახლა რა მოცემულობაში ვიქნებოდით. რას დაატრიალებდნენ ქვეყანაში ეს უნაძირლესი არსებები. მხოლოდ ამაზე დაფიქრდით და მერე დაიწყეთ თეთრი ხელთათმანების ძებნა, რომ არიქა რამე ჭუჭყი არ მოგეცხოთ ხელზე. რუსულათ არის მაგაზე კარგი სიტყვა: чистоплюй
ეს საწყალი ახალგაზრდა კაცი, თუ გაირკვა …. რბილად ვამბობ…. ცოტა სხვა რამითაა, ვიდრე 5 ივლისის ცემა, გარდაცვლილი, მერე რატო გიკვირთ ზოგიერთ პოლიტიკოსს, ასეთ ამბავს რომ იყენებთ ქვეყანაში სიტუაციის ასამღვრევად, არჩევნებზე რატო ვნულდებითო? ისე ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ცოტა მეტი ჭკუა და წინდახედულობა ვისაც აქვს, რომ არ სპეკულირებს პოლიტიკური საკითხებით ამ თემაზე, თუ ატყობთ?”, – წერს მამუკა ჩხაიძე.