“საერთოდ არ ვგეგმავ აქციაზე წასვლას” – “მოლოტოვის კოქტეილის” წაღების იდეის ავტორმა პოსტი წაშალა
სოციალურ ქსელ Facebook-ში ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ ირაკლი ჩანქსელიანმა საზოგადოებას დღეს დაანონსებულ აქციაზე მოლოტოვის კოქტეილების წაღებისკენ მოუწოდა. ჩანქსელიანმა პოსტი მალევე წაშალა, თუმცა სოციალურ ქსელში მისი სქრინები გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“კვირა” პოსტის ავტორს დაუკავშირდა.
მისი თქმით, ეს სარკაზმი იყო, თუმცა საზოგადოებამ ის პირდაპირ გაიგო, რის გამოც სტატუსი მალევე წაშალა.
“ძალიან პირდაპირი გაგებით მიიღო ყველამ და მაგიტომ წავშალე, ასე ნამდვილად არ დამიწერია, საერთოდ არ ვგეგმავ აქციაზე წასვლას, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მაქვს”, – თქვა ირაკლი ჩანქსელიანმა.