ზაზა გახელაძის დედა: 1 წლის თავზე უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, ჩემი შვილი სახლში მინდა

1 წელი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში – ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური ოჯახის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

“1 წლის თავზე უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ჩემი შვილი სახლში მინდა. ამდენი მოლოდინები, ამდენი დაპირებები, ყველაფერი ჩვენთვის ტყუილია. საპატრიარქოდან უარი მივიღეთ, რომ ის სხვა სახელმწიფოა და ჩვენ სხვა სახელმწიფო ვართო, ცხინვალი სხვა არისო და რუსეთი სხვა არისო”, – აცხადებს ზაზა გახელაძის დედა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები