ლევან მამალაძე: დანაშაულის ტოლფასია, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არწმუნებ, რომ ევრო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლა ლგბტ წეს-ჩვეულებათა გაბატონებას ნიშნავს

“ვის წისქვილზე ასხამს წყალს აშშ-ის ელჩის განცხადება?!
რატომ ებრძვიან საქართველოს განვითარების 10-წლიან გეგმას?!
აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ყველაფერში გვეხმარებიან, მაგრამ როცა აშშ -ის ელჩი ლგბტ საზოგადოების პროპაგანდაში ერთვება და ხელისუფლებას აკრიტიკებს, ეს უკვე სხვა ელფერს იძენს”, – ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, დანაშაულის ტოლფასია, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არწმუნებ იმაში, რომ ევრო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლა ლგბტ წეს-ჩვეულებათა გაბატონებას ნიშნავს.

“არ შეიძლება ქართულ ისტორიულ ტრადიციებზე გაზრდილი საზოგადოების, ნიდერლანდელებთან ან კანადელებთან გაიგივება. დანაშაულის ტოლფასია, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არწმუნებ იმაში, რომ ევრო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლა ლგბტ წეს-ჩვეულებათა გაბატონებას ნიშნავს. სწორედ ეს აწყობს რუსეთს, რომ ევროპაში შესვლა  საზოგადოებამ ჰომოსექსუალურ დომინირებად აღიქვამდეს. ალბათ, ისიც გამოჩრა პატივცემულ ელჩს, რომ აშშ-ში სიღრმისეული საზოგადოებრივი კრიზისია და პოლიცია დღემდე ვერ აჩერებს რადიკალური ორგანიზაციების აგრესიას. ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია ,მაგრამ დაუფიქრებელი განცხადებებით რუსეთის პოზიციების გაძლიერება საქართველოში ყველანაირად უნდა გამოირიცხოს. ასევე უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს იმიჯს, განცხადებების ნაცვლად ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტი უფრო შედეგიანი იქნება. ყველა შემთხვევაში ადრე ასე მუშაობდნენ და განცხადებები უკიდურეს შემხვევებში კეთდებოდა!
კარგი იქნება, თუ პატივცემული ელჩი საქართვლოს ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგვიჭერს მხარს!
ქვეყნის ავტორიტეტის ასამაღლებლად, კარგი მაგალითი გვაქვს, რაც საქართველოს განვითარების 10 წლიან გეგმის სახით საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა! ანალიზი ცხადყოფს , რომ ეს პირველი დოკუმენტია , რომელიც მრავალვექტორული შემადგენლით , ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას განსაზღვრავს. ყველა ნორმალურ ქვეყანას გააჩნია გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც წლების მიხედვით არის გაწერილი. ეს გეგმაც უნდა გაიწეროს წლების მიხედვით , სადაც კონკრეტულად იქნება მითითებული დაფინანსების წყაროები და მისაღწევი შედეგები. რადიკალები ყველაფრის წინააღმდეგნი არიან და მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ლამობენ. თუმცა ყველას ახსოვს მათი მართველობის პერიოდი. ნორმალური და კონსტრუქციული ოპოზიცია მონაწილეობას უნდა იღებდეს ქვეყნის განვითარების გეგმის შედგენაში. თვითონ უნდა გახდეს თანამონაწილე და ავტორი ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ფორმირებისა, ვინაიდან სქართველოს განვითრების გეგმა არ შეიძლება იყოს პარტიულ ან რაიმე ჯგუფის ინტერესებზე დაფუძნებული, ეს უნდა მოიცავდეს მთლიანად საზოგადოებას და სახელმწიფო ინტერესებს! იმედი მაქვს, რომ ჩართულობა გაიზრდება და სექტემბერში პრემიერმინისტრი ვადებში გაწერილ დოკუმენტს წარმოადგენს!”, – წერს მამალაძე სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები