კომპანია Pfizer/BioNTech-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის “დელტა” შტამისთვის საკუთარი ვაქცინის განახლებულ ვერსიას გამოუშვებენ.
ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
”მიუხედავად იმისა, რომ Pfizer/BioNTech-ში მიიჩნევენ, რომ BNT162b2-ის მესამე დოზას აქვს მაქსიმალური დაცვა ამჟამად ცნობილი შტამებისგან, მათ შორის “დელტა”-სგან, კომპანია სიფხიზლეს ინარჩუნებს და მუშაობს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის განახლებულ ვერსიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ განახლებული ვაქცინის პირველი პარტია ცდებისთვის უკვე მზად არის.
მანამდე, BioNTech/Pfizer-ში განაცხადეს, რომ უახლოეს კვირებში გეგმავენ საკუთარი ვაქცინის მესამე (გამაძლიერებელი) დოზის ცდების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოსთვის (EMA), ისევე როგორც სხვა მარეგულირებელ ორგანოებში.
კვლევის თავდაპირველმა შედეგებმა აჩვენა, რომ მესამე დოზა, რომელიც მეორე აცრიდან 6 თვეში უნდა შეიყვანონ, დაავადების ატანის მდგრად პროფილს ატარებს და ისეთ ანტისხეულებს აჩენს, რომლებიც პირველი ორი დოზისგან განსხვავებით 5-10 ჯერ მაღალია.