ვლადიმერ ბოჟაძე: გულიანად გაგვაცინა თაკო ჩარკვიანმა, თურმე, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი აღარ იქნება

,,ოპოზიციას 18 თებერვალს “ნაცების” ოფისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დასახელების გამო, ღიმილი რომ შეაშრათ სახეზე იმის მერე სულ სახე ჩამოსტირით“, – ამ სიტყვებით ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის სტატუსს ეხმიანება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ წერს.

ბოჟაძის თქმით, მაშინ, როცა პრემიერმინისტრს ასეთი მაღალი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩარკვიანის განცხადება კომიკურია.
,,ოპოზიციას 18 თებერვალს ნაცებში ოფისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დასახელების გამო, ღიმილი რომ შეაშრათ სახეზე იმის მერე სულ სახე ჩამოტირით. თუმცა, დღეს მაინც გულიანად გაგვაცინა ყველანი თაკო ჩარკვიანმა, თურმე, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი აღარ იქნება, როცა ის ასე მტკიცედ დადგა სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, როცა ასეთი მაღალი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის გარეთ და შიგნით პრემიერ-მინისტრს, ეს განცხადება განსაკუთრებულად კომიკურად გამოიყურება, ნუ, მთლად ისე კომიკურადაც არა, როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები