სალომე ზურაბიშვილი: საქართველო არასდროს შეწყვეტს ნატო-სკენ სწრაფვას, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი

“საქართველო არასდროს შეწყვეტს ნატო-სკენ სწრაფვას, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით სენაკის ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან.

„საქართველო არასდროს შეწყვეტს ნატო-სკენ სწრაფვას, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი. სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან. დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ამ სამშვიდობო მისიაში, 31 აგვისტოს თვით მისიაც დასრულდება, მაგრამ არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ერთიანი ბრძოლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

17 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 22 ათასი ჯარისკაცი, როტაციის წესით, ალიანსის სხვა დანაყოფებთან ერთად, საერთაშორისო მისიაში საქართველოს სახელით მონაწილეობდა. დასკვნითი ღონისძიება სენაკის ბაზაზე გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები და ამერიკის ელჩი, ასევე, სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები