პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების – ბიძინა სტურუასა და ლაშა ქოჩიაშვილის მოსმენა მიმდინარეობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეოთხე დღეა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტის ინფორმაციით, დღეს კომიტეტი რიგით მეშვიდე და მერვე კანდიდატებს – ბიძინა სტურუასა და ლაშა ქოჩიაშვილს უსმენს.

კანდიდატებთან გასაუბრებისთვის, კომიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრული პროცედურის თანახმად, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ასევე, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო. პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.
იურდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და ხვალ, 10 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები