რაზე ისაუბრა პრეზიდენტთან – ვახტანგ გომელაური განმარტებას აკეთებს

“ქალბატონ პრეზიდენტს შევხვდით, მას აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან განმარტა, რაზე ისაუბრა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

„ქალბატონ პრეზიდენტს შევხვდით, მას აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ, რამდენი ადამიანი დაშავდა, რამდენი გამოძახება იყო, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული. მას ჰქონდა კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი გავეცით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის კონტრაქცია გაიმართა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები