შვედურმა “ცისარტყელის ფონდმა” “თბილისი პრაიდს” 47 000 ლარი შეუგროვა

“ცისარტყელის ფონდმა” საქართველოში ლგბტქ+ აქტივისტების სამართლებრივი დახმარებისთვის “თბილისი პრაიდს” 130,000 შვედური კრონა (47 000 ლარი) შეუგროვა.

როგორც ფონდი წერს, თანხა რამდენიმე საათში შეგროვდა და ის დაეხმარება “თბილისი პრაიდს”, ფეხზე წამოდგეს, დაიცვას და სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ქვეყანაში ლგბტქ აქტივისტებს:

“თბილისი პრაიდი შეწყდა, მათი ოფისი დაარბიეს, ჟურნალისტებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე საათში “ცისარტყელის ფონდმა” 130 000 შვედური კრონას მოვილიზება შეძლო. ეს თანხა დაეხმარება “თბილისი პრაიდს” ფეხზე წამოდგეს, დაიცვას და სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ქვიარ აქტივისტებს საქართველოში” – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

“ცისარტყელის ფონდი” შვედური ორგანიზაციაა, რომელიც ქვიარ ადამიანის ჩაგვრის აღმოსაფხვრელად კომპეტენტურ ორგანიზაციებსა და პროექტებს უჭერს მხარს. ფონდი 2014 წლიდან არსებობს და მისი მიზანია მსოფლიოს გარშემო ქვიარ ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობა და დემოკრატიის მხარდაჭერა.

5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის კონტრაქცია გაიმართა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.

წყარო: ნეტგაზეთი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები