ამირან გამყრელიძე: წელს ჩვენ უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, რათა წერტილი დავუსვათ გარდაცვალების შემთხვევებს

“წელს ჩვენ უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, რათა წერტილი დავუსვათ გარდაცვალების ყოველდღიურ შემთხვევებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს.

„წელს ჩვენ უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, რათა წერტილი დავუსვათ ყოველდღიურ გარდაცვალების შემთხვევებს, ვირუსის ახალ შემთხვევებს და საერთოდ ეპიდემიას ქვეყანაში. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ვიყოთ უფრო აქტიურები. დღეს ვაქცინების მიწოდება გაცილებით სჭარბობს მოხმარებას. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ვაქცინების დეფიციტური ხარჯვა გვქონდა, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. პორტალზე გახსნილია 100 000-მდე ადგილი და დაჯავშნილია მხოლოდ და მხოლოდ 30-35 ათასის ფარგლებში. ანუ მიწოდება დაახლოებით სამჯერ სჭარბობს მოთხოვნილებას. ამიტომ, გთხოვთ, ვიაქტიუროთ. ფართოვდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო აძლევს მოსახლეობას. ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ჩვენი სამოქალაქო ვალდებულებაა, ვიყოთ აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები