გია ვოლსკი: ჩვენი მომავალია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვერც პრაიდის და ვერც აგრესიული ჯგუფების აქტივობები ვერ შეცვლის ამ რეალობას
“ჩვენი მომავალია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვერც პრაიდის და ვერც აგრესიული ჯგუფების აქტივობები ვერ შეცვლის ამ რეალობას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელია.
„ვანდალიზმის გარდა, სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა მთავარი მახასიათებელი ნიშანია რადიკალი ჯგუფების მოქმედების, თუნდაც, ეკლესიის შეურაცხყოფა, რაც ისტორიის მანძილზე არასოდეს არ ხასიათდება რაიმე რადიკალიზმით. მთავარი, ეს არ არის და ასეთი გამოვლინება უცხო არაა დასავლეთის დემოკრატიებისთვისაც. მთავარია ის, რაზეც საზოგადოების დიდი ნაწილი და ხელისუფლება თანხმდებიან – ჩვენი მომავალია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ვერც პრაიდის და ვერც აგრესიული ჯგუფების აქტივობები ვერ შეცვლის იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობთ, ეს არის ასოცირებული წევრობა, თავისუფალი მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან. ეს ჩვენს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას სჭირდება. რაც მოხდა, ვფიქრობ, რომ არის პროვოცირებული. ყველა ნიშანი არსებობს კონსპირაციის, იმისათვის, რათა დღეს ამ მდგომარეობამდე მივსულიყავით. გაუმართლებელი იყო ლგბტ-ს აქტივობები და ძალადობრივი ქმედებები კონკრეტული ჯგუფების მხრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.