თემურ ჭუმბურიძე: რამდენი პოლიტიკოსი გავარდა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს რომ სცემდნენ? სად დაიკარგა მათი ძალა „ერთობისა“

რამდენი პოლიტიკოსი გავარდა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს რომ სცემდნენ? სად დაიკარგა მათი ძალა „ერთობისა“, – ამის შესახებ ჟურნალისტი თემურ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებას ქვეყნის დაღუპვაში ადანაშაულებ, კონფორმისტი არ უნდა იყო. ეს კიდევ მეტად აჩქარებს დასასრულს.

,,გახარიამ რომ თვალები დათხარა ახალგაზრდებს, მახსოვს, საზოგადოების ბობოქრობა… მერე? მერე იყო ის, რომ პოსტიდან წასული გახარია ფასაიანი თუ უფასო ლაიქებით სიუჟეტებს უკვეთდა და ლამის, ერი გაეტირა საუკეთესო კრიზის მენეჯერს. თვალების დათხრას და მერე ამაზე პასუხიმგებლობის აღებას რომ თავი დავანებოთ, ხომ გახსოვთ, მანქანაში მძღოლის გვერდით ჯდომა რომ აკრძალა. სინამდვილეში, ეს რეგულაცია ტაქსებს უნდა შეხებოდა და უბრალოდ, შეეშალა. მერე კი როგორც „შეუცდომელმა“ კრიზისმენეჯერმა არც კი მოიბოდიშა. ბოდიშებს მხოლოდ მის მიერვე დადგმულ “შოუებში” იხდიდა….
ოპოზიციის „მტკიცე“ გადაწყვეტილებაც მახსოვს, პარლამენტში არ შესვლაზე.. მერე? მერე პარლამენტში სირბილით მიმავალნიც ვნახეთ, თან საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნააო.

რატომ გამახსენდა? დამღალა ერთმა და იგივე ტექსტებმა ყველა მოვლენაზე. დამღალა სიყალბემ…. რისი თავიც არ გაქვთ, ნუ ბობოქრობთ, ნუ იტყუებით და ყველაფერში სარგებელს ნუ ეძებთ.

რამდენი პოლიტიკოსი გავარდა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს რომ სცემდნენ? სად დაიკარგა მათი ძალა „ერთობისა“?!
როდესაც ხელისუფლებას ქვეყნის დაღუპვაში ადანაშაულებ, კონფორმისტი არ უნდა იყო. ეს კიდევ მეტად აჩქარებს დასასრულს, როგორც თქვენსას, ისე – ქვეყნისას,”- წერს ჭუმბურიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები