ზაალ ანჯაფარიძე: ვინ იღებს სარგებელს იქედან, რაც მოხდა? ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი სწორედ სააკაშვილია

„ვინ იღებს სარგებელს იქედან, რაც მოხდა? ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი არის სწორედ სააკაშვილი“, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილი მიტინგიც სწორედ სააკაშვილისა და ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.

„გუშინ “ნაცების” მომხრეები მეუბნებოდნენ, რატომ ეძებ სააკაშვილის კვალს “პრაიდთან” დაკავშირებულ ამბებშიო. ვინ იღებს სარგებელს იქედან, რაც მოხდა? ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი არის სწორედ სააკაშვილი.

დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილი მიტინგიც, რა კეთილშობილური შესაფუთითაც  უნდა შეიფუთოს, სწორედ სააკაშვილის და ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, ისე როგორც 2003 წელს ყველა ენჯეო ვინც იყო ჩართული, პრაქტიკულად სააკაშვილზე მუშაობდა.
ვხედავთ როგორ აყელყელავებენ დიდი ხანია არქივში გადაყრილ ამერიკელ თუ ევროპელ ყოფილ მაღალჩინოსნებს და ექსპერტებს. იმედი აქვთ, რომ ამჯერად მაინც რამეს გამოადნობენ.
ვერაფერსაც ვერ გამოადნობენ, რადგანაც საზოგადოების უმრავლესობას ამნეზია არ სჭირს“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები