ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს

  ნატოს შტაბ-ბინაში ამ წუთებში, ნატოს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. 2014 წელს ეს არის ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა, სადაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და თანამშრომლობის არსებული მექანიზმები, მათ შორის წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხი, საქართველოს მიერ ალიანსთან თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილება. კომისიის სხდომის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები