მიხეილ სარჯველაძე: გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით სწორი ანალიზი და სწორი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს.

მისივე თქმით, ამაში სწორი სამართლებრივი რეაგირებაც იგულისხმება.

“პირველ ყოვლისა, სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს, მათ შორის, ეს გულისხმობს სწორ სამართლებრივ რეაგირებას, მათ შორის, სისხლის სამართლებრივ საქმეებზე გამოძიების წარმართავს და შესაბამისად ჭეშმარიტების დადგენას ყველა ამ საქმეზე. იყო მყისიერი რეაგირება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ გუშინვე კონკრეტულად დაკავებული პირები. გამოძიება უნდა გაგრძელდეს, სრულფასოვნად უნდა წარიმართოს ეს გამოძიება. გვმართებს სწორი შეფასებების გაკეთება ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები