სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენლებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ერთს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ, აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების გადამღებ ჯგუფებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ. ჟურნალისტები ადგილიდან საპატრულო პოლიციამ განარიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები