მეუფე იაკობი: მოძალადე იყო ერთადერთი მხარე – ლგბტ აქტივისტები, რომლებიც ამის ჩატარებას აპირებდნენ და ის 15 პარტია, რომელმაც ეს ყოველივე გამოიწვია

“მოძალადე იყო ერთადერთი მხარე – ლგბტ აქტივისტები, რომლებიც ამის ჩატარებას აპირებდნენ და ის 15 პარტია, რომელმაც ეს ყოველივე გამოიწვია”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ცუდია, დაშავებულები რომ არიან.

„მოძალადე იყო ერთადერთი მხარე – ლგბტ აქტივისტები, რომლებიც ამის ჩატარებას აპირებდნენ და ის 15 პარტია, რომელმაც ეს ყოველივე გამოიწვია. ამით გინდათ ევროპაში შესვლა? პირდაპირ რესეთში მიაქანებთ ყველაფერს. ძალიან ცუდია, დაშავებულები რომ არიან. გასარკვევია, საერთოდ, რა მოხდა. უნდა მივიდე ლოცვაზე. უბრალოდ, დავდივარ, რომ რამე ისეთი არ მოხდეს. რომ ვილოცებთ, წავალთ. ისინი რომ გამოვიდნენ, რა უნდა გააკეთონ? ვიცოდით, რომ ასეთი ცუდი რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო. მიგყარეს ჟურნალისტები და თვითონ არიან სადღაც, წყნარად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიასაშუალებების თანამშრომლებს. ამასთან, „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოსხნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

ცოტა ხნის წინ, „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მარში დღეს არ შედგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები