ანდრია ჯაღმაიძე: ლგბტ ადამიანებს არავინ ერჩის, პრობლემა დგება მას შემდეგ, როდესაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა იწყება
“ლგბტ ადამიანებს არავინ ერჩის. პრობლემა დგება მას შემდეგ, როდესაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა იწყება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროპაგანდას უყურებს დიდიც, პატარაც და ძალიან დამაზიანებელია.
„ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ სწავლება, ეკლესიის მოწოდება არ არის ადამიანების წინააღმდეგ მოწოდება, არამედ ეს არის ცოდვის წინააღმდეგ მოწოდება. ამ ადამიანებს, ლგბტ ადამიანებს არავინ ერჩის. პრობლემა დგება მას შემდეგ, როდესაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა იწყება. ამ პროპაგანდას უყურებს დიდიც, პატარაც და ძალიან დამაზიანებელია. ასე მიაჩნია მოსახლეობის უმრავლესობას. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ გადაეთელათ პირდაპირ მოსახლეობის აზრი და, აი, სამწუხაროდ, საქმე აქამდე მიიყვანეს“, – განაცხადა დეკანოზმა.