“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი: სიტყვებს ვერ ვპოულობ, ასეთი სიველურე უბრალოდ წარმოუდგენელია

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სიტყვებს ვერ ვპოულობ… ასეთი სიველურე უბრალოდ წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ძალიან შემრცხვა ჩემი ქვეყნის. ამის დამშვები და ჩამდენი ხელისუფლება უნდა გადადგეს!”, – წერს თაბაგარი.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები