“გირჩი”: უდანაშაულო, მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობას არაფერი “აპრავებს“, არც ადამიანურია და არც ქრისტიანული

“გირჩი” შექმნის დღიდან იმის ახსნას ცდილობს, რომ ნორმალური, ადამიანური და მორალური საზოგადოების აშენებისთვის საჭიროა, მართლა მივხვდეთ, რომ ერთადერთი რამ, რაც “არ მოსულა“, არის ძალადობა”, – ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“გირჩი” ყველა სახისა და ფორმის ძალადობას გმობს.

“გირჩი შექმნის დღიდან იმის ახსნას ცდილობს, რომ ნორმალური, ადამიანური და მორალური საზოგადოების აშენებისთვის საჭიროა, მართლა მივხვდეთ, რომ ერთადერთი რამ, რაც “არ მოსულა“, არის ძალადობა.

ადამიანებს უფლებები არც გვენიჭება და არც გვერთმევა უმრავლესობის ნებითა და სურვილით.

ვგმობთ ყველა სახისა და ფორმის ძალადობას, მიუხედავად მოძალადის შეხედულებებისა, არგუმენტაციისა, მიზნებისა, განზრახვებისა თუ სიტუაციებისა.

უდანაშაულო, მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობას არაფერი “აპრავებს“, არც ადამიანურია და არც ქრისტიანული”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები