ამირან სალუქვაძე: ყველას მოვუწოდებ, გაიაზრონ და გაიზიარონ პატრიარქის მოწოდება და არ დაუშვან შეხლა-შემოხლა, ამათზე არც ხელის გასვრა ღირს, არც კვერცხების გაფუჭება
“ყველას მოვუწოდებ, გაიაზრონ და გაიზიარონ პატრიარქის მოწოდება და არ დაუშვან შეხლა-შემოხლა, ამათზე არც ხელის გასვრა ღირს, არც კვერცხების გაფუჭება”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დასავლეთს არ ესმის, რომ ეს საქართველოა და ასეთი აქციების ზედმეტი, ანუ ჭარბი მხარდაჭერით ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციის საფუძველს აძლევენ მოწინააღმდეგე ძალებს, ქვეყნებს.
,,კიდევ ერთხელ ,,პრაიდზე” ორი სიტყვით. მაქარაშვილის აქტიურობა პრაიდზე ადასტურებს ვერსიას, რომ აქციის უკან პოლიტიკური ძალები და დასავლეთის გარდა ჩრდილოეთიც დგას, თუ თავისი მრწამსით, ანუ ორიენტაციით შეუერთდა?
ვის რა ოხრად დაჰკარგვია, მაგრამ წამყვანი ტელევიზიები მიდიან და ეთერს უთმობენ.
ეს უბადრუკი ამბობს, “საპატრიარქოსაც აქვს პროტესტის გამოხატვის უფლებაო, საპატრიარქოსაცო…” ვაი, თქვენს პატრონს.
ყველას მოვუწოდებ, გაიაზრონ და გაიზიარონ პატრიარქის მოწოდება და არ დაუშვან შეხლა-შემოხლა. ამათზე არც ხელის გასვრა ღირს, არც კვერცხების გაფუჭება.
დასავლეთს არ ესმის, რომ ეს საქართველოა და ასეთი აქციების ზედმეტი, ანუ ჭარბი მხარდაჭერით ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციის საფუძველს აძლევენ მოწინააღმდეგე ძალებს, ქვეყნებს.
თუმცა, ისიც საკითხავია, ეს პროვოკატორები, საელჩოებს იქეთ ხომ არ იყენებენ.
მოკლედ, დასავლეთის გასაგონად, ვიცით ადევნებთ თვალს მედიას, სოციალურ ქსელს, საქართველოში უმცირესობათა უფლებები არ ირღვევა, თუ თავზე არ გადაიფხრიწავენ ქვეყანაში არსებულ ტრადიციულ და ეთიკურ ნორმებს. ნუ დაეხმარებით მავნე ძალებს დააზიანონ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი.
ბოლოს, როგორც ადრე ბევრჯერ დავწერე, ე.წ. პრაიდების ორგანიზების და ჩატარების შინაარსი ატარებს პროპაგანდის ხასიათს. საქართველოში არც ის აინტერესებს ვინმეს, ვინ როგორ ცხოვრობს და არავის არჩევანს ან უფლებებს ეხებიან, თუმცა, არც მიუღებელი წესების, ნორმების პროპაგანდას დაუშვებენ.
საქართველოში ღირსებას სხვა შინაარსი აქვს.
ჩვენთან, თუ ვინმეს შარვლის ელვა გახსნილი აქვს, ხმამაღლა შენიშვნას არავინ მისცემს. ამავე დროს, ასევე მიუღებელია განზრახ გახსნილი ელვით სიარული. ჰოდა, მიხედეთ თქვენს ელვებს (“ზმეიკებს”)”, – წერს სალუქვაძე.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.