ნინო გიორგობიანი: მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით – ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ

“მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით – ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შსს-მ თითოეულ მსგავს ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

“მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით – ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ !

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ მსგავს ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება”, – წერს გიორგობიანი.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები