აქციის მონაწილეები “თბილისი პრაიდის” აივანზე ავიდნენ, ლგბტქ დროშა ჩამოხსნეს და დახიეს
აქციაზე შეკრებილი, “პრაიდის” მოწინააღმდეგეები “თბილისი პრაიდის” შენობასთან მივიდნენ, რამდენიმე მათგანი მესამე სართულის ფასადზე აცოცდა, საიდანაც შენობის აივანზე გადავიდნენ.
მათ ოფისის აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.