გიგა მაქარაშვილი: ,,პრაიდი” აუცილებლად დაიხურება მარშით

,,პრაიდი” აუცილებლად დაიხურება მარშით”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.

ორგანიზატორების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები გრძელდება.

“ძალიან სამწუხაროა, რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ჩვენ გეგმებს. ,,პრაიდი” აუცილებლად დაიხურება მარშით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუდმივად ჩაგრვას განიცდიან”, – განაცხადა მაქარაშვილმა.

გეგმის მიხედვით, “გამოდი სოლიდარობისთვის” – ასეთია სლოგანი. მსვლელობა 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე უნდა დაიწყოს და დედაენის ბაღთან დასრულდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები