მეუფე იაკობი: თუ არ გვინდოდა, მოსკოვს ვემართეთ, არც ის გვინდა, სხვებმა გვმართონ

“რასაც ისინი უწევენ პროპაგანდას, არ შეიძლება”,  – ასე ეხმაურება მეუფე იაკობი დღეს დაგეგმილ, ლგბტქ+ “ღირსების მარშს” .

მეუფე მსგავს გამოსვლებს რუსეთის ოკუპაციასთან აიგივებს.

“რასაც ისინი პროპაგანდას უწევენ, არ შეიძლება. თუ ლუდის დალევაზე ჯარიმაა, ამაზეც უნდა იყოს. რუსეთის ოკუპაციაზე უარესია ეს, ამათი გამოსვლები. თუ არ გვინდოდა, მოსკოვს ვემართეთ, არც ის გვინდა, სხვებმა გვმართონ. იმათ პროპაგანდის უფლება ჩვენთან არ აქვთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, დღეს ლგბტქ+ აქტივისტების “ღირსების მარშია” დაგეგმილი. აღნიშნული აქციის პარალელურად, უკვე შეიკრიბნენ მარშის მოწინააღმდეგეებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები