ქარწაღებული სოხუმი – ქარიშხლის შედეგად ე.წ. რესპუბლიკა წყლის და შუქის, შენობები კი სახურავის გარეშეა დარჩენილი

ოკუპირებულ აფხაზეთი 4 ივლისს ქარიშხალს ებრძოდა. სოხუმში ძლიერმა ქარმა სასტუმროებსა და სახლებს სახურავი გადახადა, წაქცეულია ხეები ე.წ. რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან, თუმცა, სოხუმს დღე არც ელექტროენერგია და არც სასმელი წყალი არ მიეწოდება.

გუშინ, 18:00 საათისთვის ახალი ათონის რაიონში, გზაზე საცობი წაქცეული ხის გამო შეიქმნა.

​აღინიშნება, რომ შტორმის დროს გაგრაში 1979 წელს დაბადებული, სარატოვიდან ჩამოსული ტურისტი, პაველ დანკოვი ზღვაში დაიხრჩო.

“ჩერნომორენერგოში” აცხადებენ, რომ დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი შეშელეთი-1. ამჟამად, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება.

20:00 საათზე სოხუმში სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო შტაბი შექმნეს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარისკაცები არიან ჩართულები.

ამასთან, როგორც ადგილობრივ მედიას მეტეოროლოგებმა უთხრეს, უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი წვიმები და ქარია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები