ილია მეორე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ხელისუფალთ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ნამდვილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა.
ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო”, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.