საპატრიარქო: ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13:00, ისე 17:00 საათზე
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი ჩატარდება ორჯერ – 13:00 საათსა და 17:00 საათზე.
“ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, რომ ორშაბათს, 5 ივლისს ლოცვა ჩატარდეს შუადღისასაც, ვაცხადებთ: პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადახდილი იქნება 13:00 საათზეც. ასე რომ, სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13:00 საათზე, ისე 17:00 საათზე”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.