კელი დეგნანი: იმედი გვაქვს, თანმიმდევრობა, რაც გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განხორციელდება

“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თანმიმდევრობა, რაც გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განხორციელდება”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სასამართლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

“თავდაპირველად უნდა განხორციელდეს ინკლუზიური, მრავალპარტიული მსჯელობა, რომლის საფუძველზეც იქნება მიღებული კანონმდებლობა. შემდგომ უკვე ამ კანონმდებლობის შემუშავების და მიღების შემდეგ უნდა განხორციელდეს ის შემდგომი ნაბიჯები, რაც გათვალისწინებულია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თანმიმდევრობა, რაც გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განხორციელდება”, – აცხადებს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები