“პატრიოტთა ალიანსი” რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს
რუსთაველის გამზირზე “პატრიოტთა ალიანსი” აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ხატებით მსვლელობას მართავენ.
ისინი “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს აპროტესტებენ.
მსვლელობა ოპერის მიმდინარე ტერიტორიიდან დაიწყო, ახლა აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ქაშუეთის ტაძრისკენ მიემართებიან.