აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, 1 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 2 კი – აჭარაში.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა კრიპტომერიის სახეობის ხე-მცენარე.
შუახევის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 4 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები