გურამ ფალავანდიშვილი ღირსების მარშზე: ათასი გამოუსწორებელი რამ შეიძლება მოხდეს, დასახიჩრება ვიღაძის

“თბილისი პრაიდის” კვირეული გრძელდება. დღეს მეორე ღონისძიებაა დაგეგმილი და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრაიდის ორგანიზატორები ადგილის დაკონკრეტებისგან თავს იკავებდნენ. თუმცა პრაიდის მოწინააღმდეგე რადიკალურმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.

გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ კვირეულის მონაწილეებს ღონისძიების ჩატარების უფლება არ მისცენ.

როგორც გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, ღირსების მარშის გამართვას დიდი არეულობა მოჰყვება და არც ვინმეს დასახიჩრებაა გამორიცხული.

“ატარებენ კიდევ ერთ ბინძურ პერფორმანსს და ჩვენი აქ დგომის საფუძველია მხილება. რა თქმა უნდა, პოლიცია მათ იცავს და ჩვენ ვერ შევალთ და დენს ვერ გამოვურთავთ, თუმცა გვაქვს სურვილი. მაგრამ 5-ში უნდა გავაფრთხილო მთავრობა, რომ ფრთხილად იყვნენ ათასი გამოუსწორებელი რამ შეიძლება მოხდეს, ფიზიკური დაპირისპირება, დასახიჩრება ვიღაცის, ხალხმა შეიძლება ჯავრი იყაროს პოლიციაზე კი იყო მსგავსი შემთხვევები. მე მოვუწოდებ მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობისკენ,” – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები