აშშ-ს 2022 ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონპროექტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს შესახებ

 აშშის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი.   ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით.

“2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული.

კანონპროექტის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვეხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი მოუწოდებს აშშ ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხისკრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლისფონდი“-დან 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის,საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშსადა ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნითკანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ  პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკურიდა ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

2022 წლის კანონპროექტის თანახმადსაქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურადუნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ აშშ დოლარისა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან ერთვის განმარტებითი ანგარიში, რომლის თანახმად კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტი მხარს უჭერს აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას ფინანსურ დახმარებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგიონული ჩართულობა.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ  მსოფლიოში უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსების საკითხზე განმარტებით ანგარიშში აშშსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირეებთან ერთად მოხსენიებულია საქართველოც. კერძოდდოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი რჩება მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოების ერთგული და აგრძელებს ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას, რომლებიც აშშის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის გადამწყვეტია.  შესაბამისად, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს განგრძობად მხარდაჭერასისეთი მოკავშირეების მიმართ  როგორებიც არიან:ისრაელი, იორდანია, მექსიკა, კოლუმბია დაინდოეთი, ისევე როგორც რუსეთის განახლებულიაგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის წინახაზზე მყოფი, უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირელი მოკავშირეები.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოსკომიტეტი აშშის სახელმწიფო მდივანსა და აშშის განვითარების სააგენტოს მოუწოდებს დახმარების პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისად გადალაგებას, იმისათვის, რომ დაფინანსებამ უზრუნველყოს საქართველოში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზით გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის წახალისება. ასევე, აღნიშნულიარომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშის საგარეო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ამ ქვეყნების მიერ განგრძობადი ძალისხმევის ფონზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტს უნდა წარუდგინოს 2021ფისკალური წლის განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული განახლებული ანგარიში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები