ილია მეორემ უვადო მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა
პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან, საჩუქრები მიიღეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ილია მეორისგან სხვადასხვა სახის ტკბილეული, წიგნები და სანთლები უვადო მსჯავრდებულებს საპარტიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური მადლობას უხდის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და საქართველოს საპატრიარქოს უვადო პატიმრებზე ზრუნვისა და თანადგომისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.