რომან გოცირიძე: ეს მოსამართლეები ძველი „კლანის“ შთამომავლები არიან და ეს სისტემა ინკუბატორივით ჩეკს თავის მსგავსს ისე, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ

“ეს მოსამართლეები ძველი „კლანის“ შთამომავლები არიან და ეს სისტემა ინკუბატორივით ჩეკს თავის მსგავსს ისე, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ემსახურებიან „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს.

„ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ. მთელი საზოგადოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წინააღმდეგ არის განწყობილი, სახალხო დამცველით დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციებით დასრულებული. ეს მოსამართლეები ძველი „კლანის“ შთამომავლები არიან და ეს სისტემა ინკუბატორივით ჩეკს თავის მსგავსს ისე, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ. ისინი ემსახურებიან „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს, წარმოადგენენ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს სასამართლო სისტემაში. ამიტომ, ეს პროცესი უნდა გაჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ სერიოზულ საპროტესტო ტალღას ამ დარბაზში, პარლამენტის მისადგომებთან და იძულებული იქნებიან, ეს მოსამართლეები უკან გაიწვიონ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები