მაია ნიკოლეიშვილი: “სასამართლო რეფორმისა” და მოსამართლეების ტოტალური ცვლილებების “კინოც” ნანახი გვაქვს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ზუსტად იმ მოსამართლეების დანიშვნა, რომელთაც დღეს მისი მოძმეები “კლანს” უწოდებენ

“სასამართლო რეფორმისა” და მოსამართლეების ტოტალური ცვლილებების “კინოც” ნანახი გვაქვს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ზუსტად იმ მოსამართლეების დანიშვნა, რომელთაც დღეს მისი მოძმეები “კლანს” უწოდებენ,, – ამის შესახებ ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ატავიზმია და მისი მიუკერძოებლობა სასაცილოა ჩვენისთანა პატარა, ნათესაურ-ნაცნობ-მეგობრულ-მეზობლური საზოგადოების რეალობაში.

,,არა, რა! ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, ვინ ასწავლა? მერამდენედ ამბობენ, უცხოელი მოსამართლეებიო!
რას ჰქვია, უცხოელი მოსამართლეები მოვიყვანოთ?! თქვენი ჭკუით, საქართველო პროტექტორატია, კოლონია თუ რეზერვაცია?!!! როგორ ბედავთ, ვის კადრებთ, თქვენს ამომრჩეველს?!

თუ თქვენ პოლიტიკურად ინფანტილურები ხართ, რატომ კადრებთ ამას საქართველოს გონიერ მოსახლეობას?! თქვენი სკამებისთვის ხო?!!! რა თქმა უნდა!!! ვინ ხართ, სად შეიყარეთ ასეთები!!!
ბევრი დაგცინით და უმეტესობა ბრაზობს თქვენზე!

ან ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს წარმოშობის მიზეზები და პირობები იცით? ხო და, გაიკითხეთ, ან წაიკითხეთ!!! არაპროფესიონალების ემოციებზე აგებული მართლმსაჯულება გაგონილა 21-ე საუკუნეში?!!!
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ატავიზმია და მისი მიუკერძოებლობა სასაცილოა ჩვენისთანა პატარა, ნათესაურ-ნაცნობ-მეგობრულ-მეზობლური საზოგადოების რეალობაში!

-“სასამართლო რეფორმისა” და მოსამართლეების ტოტალური ცვლილებების “კინოც” ნანახი გვაქვს, თავისი კუბოების დაწვით!!! მერე, რა მოჰყვა ამ რეფორმას?!!! რა მოჰყვა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ ზუსტად იმ მოსამართლეების დანიშვნა, რომელთაც დღეს სააკაშვილის მოძმეები “კლანს” უწოდებენ!

თქვენ ან ძალიან უბერავთ, ან საზოგადოება გგონიათ ყრუ!!!
ორივე შემთხვევაში, ქართული საზოგადოების თქვენეული აღქმა მცდარია და პრობლემა თქვენშია”, – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები