კოდორის ხეობაში ხიდი ჩამოინგრა, გარესამყაროს მოწყვეტილია რუსეთის საოკუპაციო ძალები და რამდენიმე სოფელი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ აჟარაში ხიდი ჩამოინგრა

ადგილობრივი ე.წ. სპეციალისტების თქმით, კოდორის ხეობაში ხიდის ჩამონგრევის მიზეზი გახდა წყლის მოვარდნა, რამაც ხიდის დაშლა გამოიწვია.

მომხდარის შედეგად, გარესამყაროს არის მოწყვეტილი კოდორის ხეობაში განლაგებული, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ორი სამხედრო ნაწილი და რამდენიმე სოფელი.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების ე.წ. მინისტრი, ლევ კვიწინია რუსი სპეციალისტის თანხლებით იმყოფებოდა, რომლებმაც ინციდენტის არეალი შეისწავლეს და დაადგინეს მისი მასშტაბი.

ლევ კვიწინიას თქმით, საგანგებო ვითარების შემთხვევაში, “საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს მოქალაქეებს, რათა დატოვონ ხიდის ჩამოშლის ტერიტორია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები