ანა სუბელიანი – “თბილისი პრაიდზე”: სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, ნამდვილად არ მეთქმის პრეტენზია, მადლობას ვუხდი პოლიციას, რომ იცავს ჩვენს უსაფრთხოებას
“ჯერჯერობით, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, ნამდვილად არ მეთქმის პრეტენზია, მადლობას ვუხდი პოლიციას, რომ იცავს ჩვენს უსაფრთხოებას”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ანა სუბელიანმა “თბილისი პრაიდის” ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
სამოქალაქო აქტივისტი იმედოვნებს, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგაც იმავე მოსაზრების თქმა შეეძლება.
“ჯერჯერობით, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, ნამდვილად არ მეთქმის პრეტენზია, მადლობას ვუხდი პოლიციას, რომ იცავს ჩვენს უსაფრთხოებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ღონისძიების დასრულების შემდეგაც შემეძლება იმავეს თქმა”, – ამბობს სუბელიანი.