იმ ადგილას, სადაც “თბილისი პრაიდის” მონაწილეები იკრიბებიან, ხმაურია და კონტრაქცია მიმდინარეობს
“თბილისი პრაიდის” მონაწილეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
პროტესტის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც ღონისძიების მონაწილეები არიან შეკრებილები, თუმცა, მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
“ფიზიკურად არავის არ ვეხებით, თუ კვერცხი მოხვდა ამერიკის ელჩს, ღირსი იქნება. მე პირადად არ ვაპირებ, თუმცა, არაა გამორიცხული. სადაც პოზნერს ესვრიან 90 წლის კაცს… რეალურად, ჩვენ გვინდა, რომ არ შედგეს ეს კვირეული. მათ არავინ დასდევს, ჩვენ მათი გამოსწორება გვინდა, მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებთ”, – აღნიშნა “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა.