ირაკლი ქადაგიშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარე დამოუკიდებელი ადამიანი უნდა იყოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარე დამოუკიდებელი უნდა იყოს.
მისივე თქმით, თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიებისგანაც და არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც დისტანცირებულად უნდა მოქმედებდეს.
“ცესკო-ს თავმჯდომარე დამოუკიდებელი ადამიანი უნდა იყოს და, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც საკმაოდ დისტანცირებული, არა მარტო პოლიტიკური პარტიებისგან. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნებში ლამის დესტრუქციული როლი შეასრულეს”,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
თამარ ჟვანიამ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა გუშინ დატოვა.