ევროკავშირში დღეიდან ძალაში კოვიდსერთიფიკატები შევიდა

​ევროკავშირის სივრცეში დღეიდან გადაადგილებისთვის ტურისტები კოვიდსერთიფიკატებს გამოიყენებენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ევროსაბჭომ 14 ივნისს მიიღო.

სერთიფიკატი შეიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ ან იმუნიტეტის არსებობაზე დაავადების გადატანის შედეგად, ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს.

დოკუმენტი შეიძლება, იყოს მატერიალური ან ციფრული და უნდა შეიცავდეს QR კოდს.

სისტემა ასევე შექმნილია შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში გამოსაყენებლად, მაგრამ არ არიან ევროკავშირის წევრები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები