ზურაბ აბაშიძე: ზაზა გახელაძეზე ვისაუბრე ჩემს კოლეგასთან, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ფორმატს და საშუალებას, რაც სახელმწიფოს გააჩნია
“ზაზა გახელაძეზე ვისაუბრე ჩემს კოლეგასთან, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ფორმატს და საშუალებას, რაც სახელმწიფოს გააჩნია”, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღის ბოლოს იქნება ინფორმაცია, როგორ ჩატარდა ჟენევის ფორმატი, სადაც გახელაძის თემა ასევე ცენტრალური საკითხია.
„ზაზა გახელაძეზე ვისაუბრე ჩემს კოლეგასთან, როდესაც ორი-სამი კვირის წინ მქონდა ონლაინ შეხვედრა, სატელეფონო საუბრების დროსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ფორმატს და საშუალებას, რაც სახელმწიფოს გააჩნია, მაქსიმალურად არის მიბილიზებული, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შედეგს და რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს საკმაოდ რთული პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ მიბილიზებული, მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა ფორმატს. დღეს ჟენევაში ტარდება მორიგი რაუნდი, დაველოდოთ, დღის ბოლოს ალბათ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ ჩატარდა ეს ფორმატი, და რამდენადაც მე ვიცი, ეს იქნება ცენტრალური საკითხი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.