რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე: ვაქცინების შესანახ მაცივარში ტემპერატურული რეჟიმიდან გადახრა დაფიქსირდა, თუმცა, ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის განცხადებით, ვაქცინების შესანახ მაცივარში ტემპერატურული რეჟიმიდან გადახრა დაფიქსირდა, რის გამოც 700-ზე მეტი ვაქცინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად გადაიტანეს.
მისივე თქმით, ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია.
„ტემპერატურული რეჟიმის შემოწმება ხდება 2 ხერხით, ერთი ხერხი არის დღეში ორჯერ ტემპერატურული რეჟიმის დაფიქსირება და მეორე, გეგმურად, 2 კვირაში ერთხელ ამოღებული მონაცემი. როგორც კი დაფიქსირდა პატარა გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ამოღებული იქნა ეს ვაქცინები და გადატანილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად. თუმცა, რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნა არის ერთმნიშვნელოვნად ასეთი, რომ ამ ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია. ვაქცინები შესანახად გადაცემული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. დოზა არის 700-ზე ცოტა მეტი“, – განაცხადა უგრეხელიძემ.