დავით სერგეენკო: როგორც ,,პრაიდის” მონაწილეებს აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, ისე აქვს ყველა დანარჩენს

“როგორც ,,პრაიდის” მონაწილეებს აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, ისე აქვს ყველა დანარჩენს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხედავენ, რომ ,,პრაიდის” ჩატარება შეიძლება, კონტრპროდუქტიული იყოს, ამისგან თავი უნდა შეიკავონ.

„არ ვთვლი, რომ ამ ადამიანებს ვინმე ჩაგრავს. თუ ისინი ხედავენ, რომ ,,პრაიდის” ჩატარებამ შედეგები უნდა გაზომოს, თუ ხედავენ, რომ ,,პრაიდის” ჩატარება შეიძლება, კონტრპროდუქტიული იყოს, მგონი, ამისგან თავი უნდა შეიკავონ. როგორც მათ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, ისე აქვს ყველა დანარჩენს – მეც, საპატრიარქოსაც, ნებისმიერ სხვა ადამიანს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები